ხავი: “ჟირონას” გამარჯვებას, “რეალს” კი გაჩემპიონებას ვულოცავ

გუშინ, 4 მაისს, ლა ლიგის 34-ე ტურში “ჟირონამ” “ბარსელონას” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. “ბლაუგრანას” დამარცხებით კი “რეალი” ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული ოფიციალურად გახდა. მატჩის შემდეგ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” მთავარმა მწვრთნელმა ხავი ერნანდესმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“მინდა მადრიდის “რეალს” ჩემპიონობა მივულოცო, ფაქტია, მათ ჩვენზე მეტი ქულის მოპოვება მოახერხეს.
ასევე ვულოცავ “ჟირონას”, მათ ძალიან კარგად ითამაშეს”, – განაცხადა ხავიმ მარცხის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ