კვარას მორიგი აღიარება – საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი 42 წლის შემდეგ დაასახელეს

“ნაპოლისა” და საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი , სპორტული ჟურნალისტების ვერსიით, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო სპორტსმენია. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და სპორტული მოვლენების ტრადიციული დაჯილდოება „რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ გაიმართა. ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო, რომელიც გამოკითხვას 1964 წლიდან ატარებს.

„ნაპოლისა“ და „საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პირველი ფეხბურთელია 42 წლის (1981 წელი) შემდეგ, რომელიც ქვეყნის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად ფეხბურთელი სამჯერ დაასახელეს – სლავა მეტრეველი 1964 წელს, პირველი გამოკითხვის გამარჯვებული გახდა, 1967 წელს – მურთაზ ხურცილავა, ხოლო 1981 წელს – რამაზ შენგელია.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ ასევე დაასახელა სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ლეგენდარულ ძალოსანს, ლაშა ტალახაძეს 21-ე საუკუნის დასაწყისის საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო გადაეცა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

შალვა პაპუაშვილი – FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და კეზერაშვილის “ფორმულა” – ისინი 12 წელია აღარ არიან “მთავრობის სახელით მოქმედი პირები”- სწორედ ამგვარი სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს