კახა კალაძე – ჩვენ ყველას გვინდა ევროპა, როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა? – თუ ვიღაცას ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია ჰგონია, ასე არ არის

რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას გვინდა ევროპა. როგორ ფიქრობთ, მე არ მინდა ევროპა? – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, თუ „ვიღაცას ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია ჰგონია, ასე არ არის“.
„პირველ რიგში, ევროპა საქართველოში მინდა. ჩვენ ევროპულად უნდა ვიცხოვროთ. ეს დგას სამართლიანობაზე, განსხვავებული აზრის მიღებაზე, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაზე, საკუთრების უფლების დაცვაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე. ეს არის ძირითადი პრინციპები, რომელსაც მივყვებით და ვიცავთ. როდესაც ვსაუბრობთ, ევროპა და ევროპული მომავალი მინდა, ეს არ ნიშნავს ჩვენს ქვეყანასა და სახელმწიფოებრიობაზე უარს. რატომ ვიბრძოლეთ? – იმისთვის, რომ დამოუკიდებლები ვყოფილიყავით, თავისუფალი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ვიღაცას, თუ ერთი ბატონის მეორე ბატონით ჩანაცვლება დემოკრატია გონია, ასე არ არის“, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა