– ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა, გამზირი და მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია

დღეს ღამე და ხვალ მთელი დღე მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი უხვი ნალექი და ძლიერი თოვლი – მინდა, მოვუწოდო მძღოლებს, განსაკუთრებით, შემოერთებულ ტერიტორიებზე, თავი შეიკავეთ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კოჯორში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც გზის გაწმენდით სამუშაოებს გაეცნო.

მისივე თქმით, ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა და მეორეხარისხოვანი გზა სრულად გაწმენდილია.

“ჩვენ გუშინ საღამოს დავიწყეთ შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. მობილიზებულია მუნიციპალიტეტის ყველა შესაბამისი სამსახური. 100-ზე მეტი ერთეული ტექნიკაა მობილიზებული. ქალაქში ყველა ცენტრალური ქუჩა და გამზირი, მეორეხარისხოვანი გზები სრულად გაწმენდილია. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შეფერხებების გარეშე.

დღეს ღამე და ხვალ მთელი დღე მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტი უხვი ნალექი და ძლიერი თოვლი. გავაგრძელებთ სამუშაოებს.

მინდა, მოვუწოდო მძღოლებს, განსაკუთრებით შემოერთებულ ტერიტორიებზე, თავი შეიკავეთ ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილებისგან. პრობლემებს ქმნის, უსაფრთხოების თვალსაზრისით. ასევე, შესაძლოა მანქანის გაჭედვის, შემდეგ უჭირს ტექნიკას გადაადგილება, ტექნიკური მარილის მოყრა”, – აღნიშნა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი: ბრიუსელი დარჩა თამაშგარე მდგომარეობაში. რაც არ უნდა იაროს დედაქალაქებში ზელენსკიმ, რასაკვირველია, მთავარი რესურსი აშშ-ის ხელშია, მსოფლიოში თუ როგორ განვითარდება პროცესები

ქეთი მოლაშვილი: სიღნაღში, ტერასასკენ მიმავალ გზაზე (სიღნაღიდან რომ ავდივართ) მანქანებია მოცურებული, გზა არ გაწმენდილა. არც იწმინდება (უწყვეტ რეჟიმში იწმინდებაო ამბობდნენ და მაგაზე ვწერ (ვიდეო)