კახა კალაძე – „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ – არსებობს შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, არ ვიცი, რა ვერ გაინაწილეს და რა ვერ გაიყვეს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ – არსებობს შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, არ ვიცი, რა ვერ გაინაწილეს და რა ვერ გაიყვეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, მ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძე ფიქრობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრების მხრიდან პარტიის დატოვების პროცესი გაგრძელდება.
„ბევრ საინტერესო და სახალისო სანახაობას ვიხილავთ. რომ გითხრათ, დიდად მაღელვებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები, არ ვიქნები მართალი, მოგატყუებთ. არც ვფიქრობ მაგაზე, თუ რა პროცესები მიდის. ერთი ცხადია, რომ არსებობს დაპირისპირება, არსებობს შიდაპარტიული ბრძოლები სკამისთვის, თანამდებობებისთვის, ვერ გაინაწილეს და ვერ გაიყვეს, თუმცა არ ვიცი, რა ვერ გაინაწილეს და რა ვერ გაიყვეს.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენ პარტიაზე და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომ ეს ყველაფერი იყოს მოწესრიგებული.
რა იქნება „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვინ სად იქნება, როგორ იქნება მე ვფიქრობ, არც მე და საზოგადოების დიდ ნაწილსაც დიდად არ აინტერესებს,“ – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პაველ ჰერჩინსკის მიერ ორგანიზებულ ევროპის დღეებზე თავს დაესხნენ ჟურნალისტს – მას ამაზე არაფერი არ უთქვამს, ამაზრზენია რაც მოხდა და კიდევ უფრო ამაზრზენი რომ რეაგირება არ აქვს

მაკა ბოჭორიშვილი – ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეხვედრა კარგი ფორმატია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ სასაუბროდ – არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ ცრუ ნარატივებით ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შეფასება