კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე წარმატებული პრემიერი იქნება – ის ძალიან კომპეტენტური ადამიანი და ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია

[ირაკლი ] დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მ განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ერთიანი ძალისხმევით პრობლემების გადალახვა შესაძლებელია.
„ირაკლი ძალიან კომპეტენტური ადამიანია, ძალიან ძლიერი პოლიტიკოსია, გულწრფელად მინდა მას პრემიერ-მინისტრობის რანგში მთავრობასთან ერთად წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, წარმატებული პრემიერ-მინისტრი იქნება, მან ისაუბრა გამოწვევებზე, სირთულეებზე, რომელიც დასაძლევი გვაქვს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი კარგი საქმე გაკეთდა. ცხადია, ჯერ კიდევ არსებობს პრობლემები, რომელსაც მოგვარება სჭირდება იმ შემართებით, იმ სულისკვეთებით, რომელიც გააჩნია ს. დარწმუნებული ვარ, ყველანი, ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემების გადალახვას. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო“, – განაცხადა კალაძემ.
ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ ს მიერ პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის დანიშვნის შესახებ ხელმოწერას. კალაძის თქმით, მას არ აინტერესებს, თუ რას ფიქრობს პრეზიდენტი „ქართულ ოცნებაზე“.
„სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება „ქართული ოცნების“ მიმართ გულწრფელად, რომ გითხრათ, ძალიან არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი ხალხის დამოკიდებულება და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებაა იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს, რადგან საზოგადოებაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“. სალომე ზურაბიშვილი, რას ფიქრობს პარტიაზე, გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქალბატონ სალომეს თუ რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს არჩევნებზე გამოჩნდა, როცა ის მონაწილეობას იღებდა“, – განაცხადა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!