კაროლ ნავროცკი: რუსეთი არ არის შეუჩერებელი, რუსეთი არ არის დაუმარცხებელი

“საუკუნეების განმავლობაში რუსული იმპერიალიზმი სასიკვდილო საფრთხეს წარმოადგენდა ჩვენი თავისუფლებისთვის. პოლონეთის პოლიტიკური ტრადიცია გვასწავლის, რომ რუსული ექსპანსიონიზმი ემყარება შიდა დესპოტიზმის მემკვიდრეობას, რომელშიც ერთადერთი თავისუფალი ადამიანი თავად მმართველია. მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ რუსული დესპოტიზმი თავისუფლების მტერია, რუსული იმპერიალიზმის დამარცხება მხოლოდ თავისუფალ ხალხთა ალიანსის მეშვეობით არის შესაძლებელი.
ჩემმა ერმა ორშასთან (1514-ში), კლუშინოსთან (1610-ში) და ვარშავასთან (1920-ში) შეაჩერა რუსული იმპერიალიზმი.
პოლონელმა ხალხმა იცის, რომ რუსული იმპერიალიზმისთვის წინააღმდეგობის გაწევა არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი – ეს ეხება თავად ადამიანობისა და ეროვნული თავისუფლების არსს.
თავისუფლება ფასდაუდებელია. ვერც მისი ყიდვაა შესაძლებელი და ვერც – გაყიდვა. ის უნდა დავიცვათ. ეს არის პოლონეთის ტრადიცია, რომელიც მე-15 საუკუნიდან იწყება.
[…] ამიტომაა, რომ ჩვენ არასდროს დავნებდებით რუსულ იმპერიალიზმს და ამიტომაც ვდგავართ უკრაინის გვერდით თავისუფლების დაცვის მხრივ – რათა ევროპა იყოს მთლიანი, თავისუფალი და კვლავ მშვიდობიანი. რუსეთი არ არის შეუჩერებელი, რუსეთი არ არის დაუმარცხებელი.”
– წერს პოლონეთის პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი X-ზე 1920 წლის ვარშავის ბრძოლიდან 105-ე წლისთავზე

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – გვარამიამ მითხრა: “მიშას გავწევ და 2028 წელს ბიძინა ხელისუფლებას გადმომაბარებსო“, ვიფიქრე, გააფრინა – თურმე მისი წონის არ ვყოფილვართ, სააკაშვილი რომ გამეძარცვა, მეტი წონა მექნებოდა – შემიძლია ისე დავმარხო პოლიტიკურად, ვეღარასდროს წამოყოს თავი