არქივი20 მარტი, 2024, 08:14
კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს
კანადა ისრაელში იარაღის ექსპორტს აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი, მელანი ჯოლი ავრცელებს.
მელანი ჯოლიმ ისრაელისთვის იარაღის გადაცემის შეჩერების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც კანადის თემთა პალატამ ამ საკითხთან დაკავშირებით არასავალდებულო ინიციატივა მიიღო.
„ეს რეალური რამ არის“, - განუცხადა მელანი ჯოლიმ The Toronto Star-ს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ კანადის ქმედებებს "ისტორია მკაცრად განსჯის".
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.