კამილა პარკერ ბოულზი არ იყო პრინცესა დიანას ერთადერთი კონკურენტი – ქალი, რომელსაც დოდი ალ-ფაიედმა დიანასთან უღალატა – Marao

კამილა პარკერ ბოულზი არ იყო პრინცესა დიანას ერთადერთი კონკურენტი – ქალი, რომელსაც დოდი ალ-ფაიედმა დიანასთან უღალატა – Marao
ენი კარდონი დოდი ალ-ფაიედს ხვდებოდა იმ დროს, როცა მილიარდერს პრინცესა დიანა შეუყვარდა. ცნობილი კონკურენტის შესახებ რომ გაიგო, ენიმ მათი ურთიერთობისთვის ხელი არ შეეშალა – და ახლა იგი წყვილის სიკვდილში თავს იდანაშაულებს.
კამილა პარკერ ბოულზი არ იყო პრინცესა დიანას ერთადერთი კონკურენტი. თურმე მისი ურთიერთობა ეგვიპტელ მდიდარ დოდი ალ-ფაიედთანაც სასიყვარულო სამკუთხედს ჰგავდა.
57 წლის ენი კარდონი ათწლეულების განმავლობაში მალავდა თავის წარსულს. ახლახან კი, ბრიტანელმა ქალმა აღიარა, რომ დოდი ალ-ფაიედს მაშინ ხვდებოდა, როცა ამ უკანასკნელმა პრინცესა დიანა გაიცნო.
იმ წლებში ენი მოდელი იყო. ის ეგვიპტელ მილიარდერს დაახლოებით ერთი წელი ხვდებოდა. ქალის თქმით, ყველაფერი კარგად იყო – მაგრამ მოგვიანებით თითქოს დოდი მის მიმართ გაცივდა და ყურადღებასაც აღარ იჩენდა. მალე ჟურნალებში დოდის და დიანას პაპარაცული ფოტოები გამოჩნდა. ენი მიხვდა, რაც ხდებოდა, თუმცა დიანასთვის კონკურენციის გაწევა ვერ გაბედა.
“მაშინვე მივიღე ის ფაქტი, შეუძლებელი იყო კონკურენცია გამეწია თავად ლედი დისთვის. როცა დოდის უკანასკნელად შევხვდი, ბოდიში მომიხადა და მთხოვა კიდევ ერთი შანსი მიმეცა, მაგრამ მე წასვლა ვამჯობინე. ეს დღემდე მტანჯავს, რა მოხდებოდა მისთვის შანსი რომ მიმეცა, იქნებ ყველაფერი ასე ცუდად არ დამთავრებულიყო” – აღიარებს ენი.

ასევე დაგაინტერესებთ