კამალა ჰარისი – ღაზაში დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა

-ის ვიცე-პრეზიდენტი, ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოვიდა.
”ღაზაში ტანჯვის უზარმაზარიმასშტაბის გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა. „ჰამასი“ აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა სურს. შეთანხმება მაგიდაზეა და „ჰამასი“ უნდა დაეთანხმოს მას. მოდით, მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. გავაერთიანოთ მძევლები ოჯახებთან და მოდით, გადაუდებელი დახმარება გავუწიოთ ღაზის მოსახლეობას“, – განაცხადა ჰარისმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ანკლავში ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებულ კრიზისზე.
„ღაზაში ხალხი შიმშილობს. პირობები არაადამიანურია და ჩვენი საერთო ადამიანობა გვაიძულებს ვიმოქმედოთ, ს მთავრობამ მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად გაზარდოს დახმარების ნაკადი ღაზაში. არავითარი გამართლება არ არსებობს,“ – განაცხადა აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს