რუსეთის რაკეტა დაეცა პოლონეთის საზღვრის მახლობლად

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, ერთ-ერთი რაკეტა, რომელიც ს მიერ იყოს გატყორცნილი, უკრაინის ტერიტორიაზე, პოლონეთის საზღვრიდან 15 კილომეტრში დაეცა.
X-ით გავრცელებულ განცხადებაში, ტუსკი წერს, რომ უკრაინის ლვოვის ოლქში 27 აპრილს “აათეულობით ბომბი და რაკეტა ჩამოვარდა“. იქვე ტუსკმა გააკრიტიკა თავისი წინამორბედი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მატეუშ მორავეცკი: „ამ დროს მორავეცკი ამუშავებს ერთობლივ ანტიევროპულ სტრატეგიას პუტინის მომხრე ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებთან ერთად ბუდაპეშტში. სიბრიყვეა? ღალატია? ერთიც და მეორეც? – დაწერა ტუსკმა.
სავარაუდოდ, ტუსკი გულისხმობს ეროვნულ-კონსერვატიული ჯგუფების შეხვედრას ბუდაპეშტში, რომელშიც სხვათა შორის, მონაწილეობდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი . ბუდაპეშტში მორავეცკის ახლდა და პოლონეთის პრეზიდენტის კაბინეტის მეთაური, მარჩინ მასტალერეკი.
რუსეთის არმია სისტემატურად უტევს ს სხვადასხვა ტიპის იარაღით. მტკიცებულების და თვითმხილველთა ცნობების მიუხედავად, მოსკოვი უარყოფს, რომ მიზნობრივად ესხმის თავს სამოქალაქო ობიექტებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 27 აპრილის ღამეს რუსეთმა უკრაინას 34 რაკეტა ესროლა, მათგან 21 ჩამოაგდეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

რუხაძე: ჩემი სამი შვილი ამერიკაში ცხოვრობს და მუშაობს. მე დასავლეთს ძალიან კარგად ვიცნობ, მეტიც, დასავლური ფულის როლს საქართველოში ძალიან ვაფასებ. მე თვითონ მაქვს თითქმის მილიარდ დოლარამდე ჩამოტანილი ამ ქვეყანაში…