კამალა ჰარისის თქმით, ისრაელის რაფაში შესვლას აშშ-ს მხრიდან შესაძლოა “შედეგები” მოჰყვეს

-ს ვიცეპრეზიდენტმა კამალა ჰარისმა არ გამორიცხა, რომ ს მიერ ღაზაში სახმელეთო სამხედრო მოქმედებების დაწყებას შესაძლოა აშშ-ს მხრიდან საპასუხო “შედეგები” მოჰყვეს.
ტელეკომპანია ABC News-სთან ინტერვიუში ჰარისმა განაცხადა, რომ ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება “დიდი შეცდომა” იქნება. პარალელურად, ისრაელის პრემიერი ამბობს, რომ რაფაში სახმელეთო სამხედრო ოპერაციის დაწყება მალე იგეგმება.
“როგორც ჩანს ნეთანიაჰუ უბრალოდ ყურადღებას არ აქცევს პრეზიდენტი ბაიდენის გაფრთხილებებს, რაფაში იერიშის შესახებ. ეს თქვენი ადმინისტრაციისთვის წითელი ხაზია?”. – ჰკითხა ABC-ს ჟურნალისტმა რეიჩელ სკოტმა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტს.
რაზეც კამალა ჰარისმა უპასუხა, რომ “ჩვენ მკაფიოდ მრავალჯერ და მრავალგზის გვაქვს ნათქვამი, რომ ნებისმიერი სახის მასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია რაფაში დიდი შეცდომა იქნება”.
შემდეგ კი მან არ გამორიცხა, რომ ამ “შეცდომას” შესაძლოა აშშ-ს მხრიდან პასუხად გარკვეული “შედეგები მოჰყვეს”.