„კალაძეს შემხებლობა არ ჰქონია ამ ფაქტთან“ — კორუფციაზე ბაღების სააგენტოში

„ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, თბილისის მერ ს ბაგა-ბაღების სააგენტოში კორუფციასთან შემხებლობა არ ჰქონია.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ ს არანაირი შემხებლობა არ ჰქონია ამ ფაქტთან მიმართებით. გამოძიება რასაც ავლენს წინასწარი მონაცემებით, არავითარი შემხებლობა არ ჰქონია ს ამ საქმესთან… შეიძლება კონკრეტული დანაშაულები გამოვლინდეს, მაგალითად კონკრეტულ სახელმწიფო საწარმოში, რაც შეიძლება იმ პერიოდსაც უკავშირდებოდეს, როცა მე ვიყავი პრემიერ-მინისტრი, მაგრამ შეიძლება, მე არ მცოდნოდა ამასთან დაკავშირებით“, — განაცხადა მ.
ამბობს, რომ სადაც კი გაიგო კორუფციის ფაქტების შესახებ, ჩაერია.
„კორუფცია თუ არის, ჯერ უნდა გაიგო და ჩვენ სადაც გავიგეთ, ყველგან ჩავერიეთ. ეს არის ჩვენი მიდგომა. იგივე მიდგომით უნდა იმუშაოს, ბუნებრივია, ყველა სახელმწიფო უწყებამ“, — თქვა მან.
თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს და მის თანამშრომლებს ბრალი წარუდგინეს კორუფციასთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელშიც სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილიც ფიგურირებს. პროკურატურის თანახმად, კახა გვანცელაძე საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. „ატკატებს“ იღებდა. მას მფარველობას უწევდა გრიგოლ ლილუაშვილი, ხოლო დანაშაულებრივ სქემაში კახაბერ გვანცელაძეს ჩართული ჰყავდა სააგენტოს ფინანსური აღრიცხვისა და გაანგარიშების, ასევე მონიტორინგის თანამშრომლები.
კალაძე ამბობს, რომ გვანცელაძე ბაღების სააგენტოს უფროსად დანიშნა, თუმცა მის გადაცდომებზე პასუხისმგებელი არაა.
„კი, [ბაღების] სააგენტო ჩვენს დაქვემდებარებაშია, კახა გვანცელაძე ამ თანამდებობაზე ჩემი დანიშნულია და ასე ძალიან ბევრი თანამშრომელია ჩემი დანიშნული. მე გახლავართ დედაქალაქის მერი, 30 000-მდე თანამშრომელი გვყავს უწყებაში. როგორ ფიქრობთ, ყველას გადაცდომაზე მე ვარ პასუხისმგებელი? მე რომ საქმის კურსში ვყოფილიყავი, რეაგირება მოჰყვებოდა. არაერთხელ გამიფრთხილებია თანამშრომლები, მათ შორის მთავრობის სხდომებზე მაქვს გაკეთებული განცხადებები, რომ არცერთი გადაცდომა და კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ დარჩებოდა რეაგირების გარეშე“, — განაცხადა კალაძემ.