ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას 3 მილიონი ლარი ჩაერიცხება

კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას 3 მილიონი ლარი ჩაერიცხება
ირაკლი კობახიძის განკარგულებით, „სპორტის ზოგიერთ სახეობაში მიღწეული შედეგებისათვის ფულადი პრიზები” გაიცემა.
თანხა ჩაერიცხება საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას, რომლის „ქართული ოცნების” პარლამენტის წევრიც პრეზიდენტიც ვიქტორ სანიკიძეა.
თანხა კი შემდეგნაირად გადანაწილდება:
ეროვნული ნაკრების გუნდის წევრებზე, მწვრთნელებზე, საექიმო და ადმინისტრაციულ პერსონალზე - 595 000 ლარი;
დამატებითი ფულადი პრიზი – 2 405 000 ლარი.
ფულადი პრიზი კალათბურთში 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებული ასპარეზობისთვის არის გამოყოფილი.
ამავე განკარგულებით, ფულადი პრიზი (ჯამში 890 000 ლარი) ასევე გამოიყო ჭიდაობაში, ძალისმიერ სამჭიდში, პარაძიუდოსა და ფუტსალში მიღწეული სპორტული წარმატებისთვის.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.