კაკას ყოფილმა ცოლმა ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე უცნაური განცხადება გააკეთა – რიკარდომ მას უპასუხა და ეს ურთულესი პერიოდი გაიხსენა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რიკარდო კაკამ ყოფილი მეუღლის კაროლინა სელიკოს განცხადებას უპასუხა.
მოგეხსენებათ, სელიკომ ვეტერან ფეხბურთელთან დაშორების მიზეზზე ისაუბრა და საკმაოდ უცნაური განმარტებაც გააკეთა.
“კაკა არასდროს მიღალატებდა, ყოველთვის კარგად მექცეოდა, მშვენიერი ოჯახი მყავდა, მაგრამ მე არ ვიყავი ბედნიერი, რაღაც მაკლდა. პრობლემა ის არის, რომ ის ჩემთვის რიკარდო სრულყოფილი იყო”, – თქვა სელიკომ.
ამის შემდეგ Marca-მ ბრაზილიელის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელიც ყოფილ მეუღლესთან განშორებაზე და შემდეგ შექმნილ რთულ პერიოდზე საუბრობს.
“2015 წელს მე დაქორწინებული ვიყავი და ჩემი ცოლმა დაშორება გადაწყვიტა. მან მითხრა, მე
არ ვარ ბედნიერი და მგონია რომ ეს შენთან ერთად ყოფნის ბრალია.
მე საზღვარგარეთ ვიყავი, ვცხოვრობდი -ში და მან ბრაზილიაში დაბრუნება მოისურვა. “მე ბრაზილიაში დაბრუნება და ცხოვრება და ასევე შენთან განქორწინება მსურს”, – მითხრა მან.
შემდეგ მე წავიკითხე წიგნი სახელწოდებით Prova de Fogo, ეს წიგნი ძალიან მაგარია ყველასთვის, ვისაც ქორწინებაში პრობლემები აქვს.
ყველაფერი გავაკეთე, რომ დაშორება ამერიდებინა, იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ და ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის ცდილობს ცოლთან დაშორება აირიდოს. ამიტომ ვთქვი მე ბოლომდე ვიბრძოლებდი, რომ ქორწინება შემენარჩუნებინა.
მაინ დაიჟინა რომ მეტი აღარ შეეძლო და ბრაზილიაში დაბრუნდა, ხელი მოაწერა განქორწინების დოკუმენტებს და ჩვენ 2015 წლის დეკემბერში დავშორდით. ჩვენი ისტორია აქ დასრულდა, 2 დიდებული შვილით ლუკათი და იზაბელათი.
მე 1 წლის განმავლობაში მარტო ვიყავი რომ ეს სიტუაცია გადამეხარშა. ვესაუბრებოდი პასტორებს, რადგან ბიბლია ამბობს რომ არ უნდა განქორწინდე და მე განვქორწინდი.
მაგრამ მე მესმის რომ თუ ქრისტიანი ხარ და ღმერთს ეძებ და ცხოვრების გაგრძელება გინდა, ეს მისაღებია, თუ შენს მეუღლეს აღარ უნდა შენ შეგიძლია თქვა, ამინ, წადი. შენ არავის უნდა აიძულო შენთან დარჩენა”, – ამბობს კაკა.
ინფორმაციისთვის, სელიკო კაკას ბავშვობის სიყვარულია და მასთან 2005 წელს იქორწინა.