ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კადიროვს სურს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებას პოლკებისა და ბატალიონების შექმნის უფლებამოსილება მიანიჭონ

რამზან კადიროვს სურს, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლებას პოლკებისა და ბატალიონების შექმნის უფლებამოსილება მიანიჭონ. მისი თქმით, ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიმართა.

უფლებამოსილების მიღების აუცილებლობის მიზეზად კადიროვი უკრაინაში მიმდინარე ომში წასვლის მოხალისეების დიდ რაოდენობას ასახელებს.

"მოგვეცით შესაძლებლობა." – ამბობს კადიროვი.

კადიროვის მტკიცებით, მოხალისეთა რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათ მომზადებას ვერ ასწრებენ.

ჩეჩნეთში მოხალისეებს ვლადიმირ პუტინის სახელობის სპეცრაზმის უნივერსიტეტში წვრთნიან. კადიროვის თქმით, აქ სწავლება 45 000-მა ადამიანმა გაიარა, რაც, დაახლოებით, 32-33 მილიარდი რუბლი დაჯდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.