ისრაელის საჰაერო ძალების F-35I Adir ტიპის ავიაგამანადგურებლები ასაფრენად ემზადებიან, 16 მარტი, 2023U.S. Air Force photo by Airman 1st Class Trevor Bellისრაელის თავდაცვის სამინისტროსა და არმიის სპიკერის განცხადების მიხედვით, შესყიდვების საკითხებში ისრაელის მთავრობის მინისტრთა კომიტეტმა ერთდროულად ორი ახალი ესკადრილიის შესყიდვა დაამტკიცა, რაც მოიცავს Lockheed Martin-ის მიერ წარმოებული F-35I ტიპის ავიაგამანაგურებლების რიგით მეოთხე ესკადრილიისა და Boeing-ის F-15IA ტიპის გამანადგურებლების რიგით მეორე ესკადრილიის შესყიდვას.
ტრანზაქციების მოცულობა ათობით მილიარდ შეკელად არის შეფასებული და მოიცავს საჰაერო ძალებში ესკადრილიების მიღებას, მათთვის ყოვლისმომცველ მხარდაჭერას, სათადარიგო ნაწილებსა და ლოჯისტიკას”.
მთავრობის განცხადებით, დამატებითი ავიაგამანადგურებლების შესყიდვა “მომდევნო ათწლეულისთვის ისრაელის ძალების განვითარების გეგმის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს და მისი ჯამური ბიუჯეტი 350 მილიარდი შეკელი ($118 მილიარდი) იქნება”.
გამოცემა Defense News-ის ცნობით, ისრაელმა F-35-ების რიგით მესამე ესკადრილია, რაც 25 ერთეულ ავიაგამანადგურებელს მოიცავს, 2023 წლის ივლისში შეუკვეთა და შეიარაღებაში მათი მიღება 2028 წლიდან არის მოსალოდნელი. ამასთან, გასული წლის დეკემბერში ისრაელმა შეუკვეთა 25 ერთეული F-15 ტიპის გამანადგურებელიც, რაც $8.6 მილიარდის ღირებულების ამერიკული დახმარების პაკეტის შემადგენელი ნაწილი იყო.
მეოთხე ესკადრილიის მიღებით ისრაელის თავდაცვის ძალებში დაახლოებით 100-მდე F-35I ტიპის ავიაგამანადგურებელი იქნება, ხოლო F-15IA-ების შესყიდვის გეგმის შესრულების შემდეგ ისრაელს ამ ტიპის 50 ავიაგამანადგურებელი ეყოლება.