არქივი27 აპრილი, 2024, 23:06
ირანში მიმავალმა ავტობუსმა სომხეთის სამხრეთში ავარია განიცადა, დაიღუპა სულ მცირე, ხუთი მგზავრი
სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა ავარიაში, რომელიც სომხეთიდან ირანში მიმავალმა ავტობუსმა განიცადა 27 აპრილს, სამხრეთ სომხეთში.
სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ინციდენტის დროს დაშავდა ცხრა ადამიანი. სომხეთის მედიის თანახმად, ავტობუსი ხევში გადავარდა ერევნიდან 280 კილომეტრში მდებარე სოფელ ხოთანანთან, სიუნიკის რაიონში.
სომხური საინტერნეტო გამოცემა news.am-ი იტყობინება სამინისტროზე დაყრდნობით, რომ ავტობუსი ერევნიდან მიემართებოდა ირანისკენ და მგზავრები იყვნენ ირანის მოქალაქეები. სხვა, დაუდასტურებელი მონაცემებით, ავტობუსს ირანის სახელმწიფო ნომრები ჰქონდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.