„ირანის გაშვებული ბალისტიკური რაკეტების 50% ვერ აფრინდა ან ჩამოვარდა“ – The Wall Street Journal

ირანის გაშვებული ბალისტიკური რაკეტების 50% ვერ აფრინდა ან ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, 14 აპრილის პირველ საათებში ირანმა გაუშვა 115-130 ბალისტიკური რაკეტა, რომელთა ნახევარიც წარმატებით გააუვნებელყვეს, დანარჩენებმა კი სამიზნეს ვერ მიაღწიეს (თავისით ჩამოცვივდნენ).
14 აპრილის, ღამით, ირანმა ისრაელზე დრონების, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით ისტორიაში პირველად მიიტანა პირდაპირი იერიში.
ს თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ქვეყნის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვეს, რომელთა 99% გააუვნებელყვეს.

ასევე დაგაინტერესებთ