ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით

ს შეწყალებაზე: სალომე ზურაბიშვილმა მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით
მე არ მოვერიდები ამის თქმას, ეს არის უკვე ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, ს მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალება, რომელსაც პოლიციელებზე თავდასხმის გამო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ღარიბაშვილის განცხადებით, ზურაბიშვილმა ამ ნაბიჯით შეურაცხყოფა მიაყენა არა მხოლოდ თავის ამომრჩეველს და ქვეყანას, არამედ პოლიციელებსაც. მისი თქმით, გრიგორიადისის შეწყალებით, სალომე ზურაბიშვილი დანაშაულის თანამონაწილე გახდა და მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელის მისამართით მანაც ისროლა. “ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია, კანონი, პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს – საკუთარ ამომრჩეველზე აღარ მაქვს საუბარი. ბოლომდე უღალატა მან არა მარტო ჩვენს ამომრჩეველს, ჩვენს ხალხს, პარტიას და ჩვენს ქვეყანას, მან უღალატა და შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს პოლიციას. ეს ქალი როგორ უნდა იყოს საერთოდ, ბოლო რამდენიმე თევა დარჩენილი მისი ე.წ. პრეზიდენტობის, როგორ უნდა შეძლოს მან ამ საქმიანობის განხორციელება, წარმოუდგენელია ჩემთვის.
ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში ეს არის პოლიციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. იგი არის თანამონაწილე. სალომე ზურაბიშვილმა, მოლოტოვის კოქტეილი ესროლა პოლიციელს ამ შეწყალებით – ეს არის ჩემი შეფასება. სალომე ზურაბიშვილს პასუხს გასცემს ჩვენი ხალხი, რამდენიმე თვეში იგი აღარ იქნება პრეზიდენტი და ჩაეწერება როგორც მოლოტოვის კოქტეილის შემწყალებელი, მსროლელი და თანამონაწილე ამ დიდი დანაშაულისა. სამარცხვინოა და დანაშაულია ეს ყველაფერი.” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტი

ირაკლი კობახიძე – „ნაცი“ ყველაფერ რუსულზე თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ თავს ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი „ნაციონალები“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ