ირაკლი ფავლენიშვილი – ივანიშვილის მარიონეტმა კალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან საკუთარი ძალაუფლების, ფულის გამო უარი თქვან სუვერენიტეტზე, მზად არიან უარი თქვან ევროპულ პერსპექტივაზე

ივანიშვილის მარიონეტმა კალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზად არიან საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ფულის გამო უარი თქვან სუვერენიტეტზე, მზად არიან უარი თქვან ევროპულ პერსპექტივაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
ს თქმით, ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფრისთვის მზად არის.
„ივანიშვილის მარიონეტმა კალაძემ, კიდევ ერთხელ განაცხადა ის, რაც ყველამ კარგად დავინახეთ და გავიგეთ – ივანიშვილის ბანდა მზად არის ყველაფერზე წავიდეს, იმისთვის რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. მზად არიან უარი თქვან სუვერენიტეტზე, მზად არიან უარი თქვან ევროპულ პერსპექტივაზე, ქართული სახელმწიფოებრიობა, რომ გადაჩეხონ რუსულ უფსკრულში ამისთვის არიან მზად.
ასე რომ ყველაფერი, რასაც ისინი საუბრობენ სუვერენიტეტზე, სახელმწიფოზე, თუნდაც დაღუპულ გმირებზე – ეს არის ამორალური, რადგან ყველა ის მონაპოვარი, რაც აქვთ სწორედაც რომ დამოუკიდებლობისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს, არის სასიკვდილო საფრთხის ქვეშ ივანიშვილის ბანდის პირობებში, რომლებიც საკუთარი ძალაუფლების, საკუთარი ფულის გამო მზად არიან, რომ ყველაფერ ეროვნულზე, ყველაფერ მნიშვნელოვანზე, ჩვენი ქვეყნისთვის, უარი თქვან”,- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: აფხაზებს აღებინებენ რუსული კანონის 2024 წლის ვერსიას, ხოლო ჩვენ გვაღებინებენ 2017 წლის რედაქციას. ცხადია, თუ გავატანინეთ, ის შემდეგ გამკაცრდება და მიზანია ყველა 2024 წლის რედაქციაზე დავჯდეთ

მეთიუ მილერი – FARA ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმურ არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებს – წარსულში ეს ცრუ შედარებები მინახავს