ირაკლი კუპრაძე – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
კუპრაძის თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს.
„არაფერია იმაზე უსამართლო და გულდასაწყვეტი, როცა ხანდაზმულ ადამიანებს არ აქვთ ელემენტარული საცხოვრებელი პირობები, წამლები, სითბო და მხარდაჭერა.
მოხუცი ბებოები და ბაბუები არ უნდა იძინებდნენ იმაზე ფიქრით, თუ როგორ იმყოფინონ წამლები თვის ბოლომდე.
დღეს პენსიონერებს ყოველდღიურად უწევთ არჩევანის გაკეთება საკვების, მედიკამენტის შეძენასა და კომუნალური გადასახადის გადახდას შორის. ეს წარმოუდგენელი ტვირთია ადამიანებისთვის, რომლებმაც მთელი ცხოვრება იმუშავეს და ახლა ხანდაზმულ ასაკში მხოლოდ სითბოს, სიმშვიდესა და ზრუნვას საჭიროებენ.
ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქვეყანაში ხანდაზმულ ასაკში ყოფნა ტანჯვის ნაცვლად, მშვიდ და მზრუნველ გარემოსთან ასოცირდებოდეს.
ეს ჩვენი ვალია!“, – წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც