ირაკლი კუპრაძე – გაერთიანებაზე კომუნიკაცია მიმდინარეობს დამოუკიდებელ დეპუტატებთან და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთან – „ლელოს“ პრეზენტაციაზე გამოვლინდება ის შემადგენლობა, ვისთან ერთადაც არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ

პარტია „ლელოს“ გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში „ლელოს“ ექნება პრეზენტაცია, რითაც გამოვლინდებიან ის პოლიტიკური პარტნიორები, ვისთან ერთადაც „ლელო“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
მისი თქმით, მოლაპარაკებები სხვადასხვა პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიასთან მიმდინარეობს.
„ლელოს“ ექნება კონკრეტული პრეზენტაცია, რითაც გამოვლინდება ის შემადგენლობა, პოლიტიკურ პარტნიორები, ვისთან ერთადაც „ლელო“ მონაწილეობას მიიღებს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში. ეს ეხება არამხოლოდ აქამდე გაჟღერებულ პარტიების, თუ მათი ხელმძღვანელების სახელსა და გვარებს, არამედ სხვა პოლიტიკურ პარტიებს. მათ შორის, კომუნიკაცია მიმდინარეობს დამოუკიდებელ დეპუტატებთანაც და სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიასთანაც. კომუნიკაცია, მეგობრული, კოლეგიალური კონსულტაცია გვაქვს ანა დოლიძესთან და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი კუპრაძემ “პალიტრანიუსთან” საუბრისას.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან