ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული მკვეთრი მესიჯები გასაგები უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპულ გზაზე და გამჭვირვალობაც სწორედ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული მკვეთრი მესიჯები გასაგები უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპულ გზაზე და გამჭვირვალობაც სწორედ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია
„ოპოზიციისთვის მიუღებელია ის გამბედაობა და პოლიტიკური სითამამე, რაც ჩვენმა პრემიერმა გამოავლინა გერმანიაში ვიზიტისას – ს მიერ გაკეთებული განცხადება „გამჭვირვალობის კანონის” შესახებ, თითქოსდა სავალდებულო წესით ნათქვამს ჰგავდა“, – ასე გამოეხმაურა პარტია “ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტს სოციალურ ქსელში. როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“ შესახებ „სავალდებულო წესით ნათქვამს ჰგავდა.“
ხუნდაძის შეფასებით, საქართველო მყარად დგას ევროპულ გზაზე.
„ოპოზიციისთვის მიუღებელია ის გამბედაობა და პოლიტიკური სითამამე, რაც ჩვენმა პრემიერმა გამოავლინა გერმანიაში ვიზიტისას. ქართული ოპოზიცია მხოლოდ მონურ მორჩილებას არის შეჩვეული და შეუძლებელია გაიგონ, რა არის ეროვნული ღირსება. მ გერმანიიდან ყველას აჩვენა თავისუფლების და თვითმყოფადობის მაღალი ხარისხი და ამით ოპონენტები კიდევ უფრო შოკში ჩააგდო.
ოლაფ შოლცის მიერ გაკეთებული განცხადება „გამჭვირვალობის კანონის” შესახებ, თითქოსდა სავალდებულო წესით ნათქვამს ჰგავდა. თვალშისაცემი იყო ის ფაქტი, რომ ამავე კანონზე ოპოზიციონერი ჟურნალისტის მხრიდან დასმულ განმეორებით კითხვას მან პასუხი არ გასცა. რაც შეეხება თარჯიმნის მიერ არასწორ თარგმანს, ყველანი ველით განმარტებას, თუ რატომ მოხდა ეს? რატომ გამოიყენა თარჯიმანმა ის ტერმინები, რაც არ უთქვამს გერმანიის კანცლერს, მაგალითად, „აგენტების კანონი?” დღეს საერთაშორისო პრესა აჭრელებულია სწორედ ამ ტერმინით. რაც შეეხება საქართველო-გერმანიას შორის პარტნიორობას, ვაფასებთ ამ მეგობრობას და ველით კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობას უკვე, როგორც ევროპული ოჯახის წევრი ქვეყანა. ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული მკვეთრი მესიჯები გასაგები უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის. ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპულ გზაზე და გამჭვირვალობაც სწორედ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.
Previous: ჩვენ ევროპის და ამერიკის წინააღმდეგ კი არ გვინდა ეს კანონი, არამედ იმ კანონდამრღვევების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოურ ფულს ხარჯავენ ქვეყნისათვის დამანგრეველ პოლიტიკაში

ასევე დაგაინტერესებთ