ირაკლი კობახიძე – როცა კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია

როცა კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, შემაშფოთებელია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში ანტიჩინური კამპანია ხორციელდება.
კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია, ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.
„ასეთი კამპანიების მიზანი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებაა. ჩვენ, შარშან, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი. ამ პარტნიორობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების რეალიზებისთვის, საქართველოსა და ჩინეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, მათ შორის, ეკონომიკური პარტნიორობის განვითარებისთვის. როცა ასეთ პირობებში კონკრეტული ძალები, თან საეჭვო დაფინანსებით, აწარმოებენ ანტიჩინურ კამპანიას, ესეც არის შემაშფოთებელი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ყველას ჰქონდეს სათანადო პოზიცია, ყველა იმ აქტზე, რომელიც სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული. ძალიან შემაშფოთებელია ნებისმიერი ასეთი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება“,- განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – დადიანების სასახლე რომ გარემონტდა, აღდგა და ძალიან მოგვწონს ყველას, ერთმა ქართველმა კაცმა – ბიძინა ივანიშვილი ჰქვია ამ კაცს, დახარჯა 20 იმდენი და იმის მეოცედი დახარჯა USAID-მა