ირაკლი კობახიძე – გვარამიასთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულია – გაერო-სთვის მიმართვა პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას გაექცეს

გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო – გაერო-სთვის მიმართვა რაღაცა, პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს, რომ გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ განაცხადა, რიტაც პარტია „ახალის“ ლიდერის, ს განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გვარამია გეგმავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, ნიკა გვარამია „ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა“.
„გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ევროპულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაერო-სთვის მიმართვა რაღაცა, პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს, რომ გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყველაფერს ხედავს და გვარამია ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა. ყველამ ისედაც ხომ იცის თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ კონკრეტულ შემთხვევაში. წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იცის. აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია ვერ აირიდებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ