ირაკლი ზარქუა – „ხაბეს“ ერთი პორტფელი მაინც ანდეთ, არ ხართ სწორი და დაისჯებით ამის გამო – კაცმა მთელი ბუნების ძალები დაიმორჩილა და გარემოს დაცვის მინისტრობა მაინც არ ეკუთვნის? „ხაბე“, ხმა ამოიღე, რა დასჯილივით ხარ?

კაცმა ზაფხულის განმავლობაში მთელი ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? ვაშაძე, არ ხარ სწორი კაცი. „ხაბე“, ამოიღე ხმა, რა დასჯილივით ხარ?! – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში თანამდებობებს ვირტუალურად ინაწილებენ.
„რასაც „ნაციონალურ მოძრაობას“ უშვრება, ეს არის „ჩათლახობა“. თანამდებობები ხომ ვირტუალურად გადაინაწილეს, თვითონ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. მსხვერპლი რომ ჰყავს, , ეკონომიკის მინისტრია. ს ჩააბარეს ინფრასტრუქტურა. ანაკლია ხომ ააშენა და ინფრასტრუქტურა მიაბარეს. კაცი გამოვიდა ერთპროცენტიანი რომ იყავი, მიგიკედლა, დაგბანა, დაგვარცხნა და რა გაუკეთეთ, სცენიდან ჩააგდეთ და ამის შემდეგ საერთოდ განაწილებაშიც ვერ მოახვედრეთ. კაცმა მთელი ზაფხული, ბუნების ძალები დაიმორჩილა, გარემოს დაცვის მინისტრად მაინც არ ეკუთვნის? ვაშაძე, არ ხარ სწორი კაცი. „ხაბე“, ამოიღე ხმა, რა დასჯილივით ხარ?!
მე მხარს ვუჭერ „ხაბეს“. ერთი პორტფელი მაინც ანდეთ. არ ხართ სწორი, არ ხართ მართლები და დაისჯებით ამის გამო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი ვაშაძეს განიხილავს. შინაგან საქმეთა მინისტრად დიმიტრი შაშკინს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად ს, საგარეო საქმეთა მინისტრად ან განიხილება, თავდაცვის მინისტრად ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მამუკა ხაზარაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მთელმა ქვეყანამ იცის, რომ “ქართულ ოცნებას” 29 აპრილს ძალით მოჰყავს ხალხი, აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათას უბედურებას კადრულობენ – სიმართლე ეს არის, მარტო არიან დარჩენილი