არა რუსულ კანონს! – რესპუბლიკის მოედანი გადაიკეტა

რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები იკრიბებიან. მათ სულ ცოტა ხანში ბაიკერებისა და სკუტერების ჯგუფი საპროტესტო მსვლელობით შეუერთდება
თბილისში დაანონსებული აქციის გამო “ქართულმა ოცნებამ” ცენტრალური ოფისი გააძლიერა. ნამდვილი ერთობის მმართველ პარტიას, როგორც ჩანს, ისე ეშინია, რომ როსტომ მეფის სასახლეში სპეცრაზმის აღჭურვილობა: ფარები, ჩაფხუტები და ხელკეტები შეიტანეს