იოჰან ვადეფული: უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე გავლენის მოხდენის საშუალებები ექნება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე გავლენის მოხდენის საშუალებები ექნება, თუმცა, პუტინს არ ეცოდინება რა ტიპის იარაღს მიიღებს კიევი ბერლინისგან. ამის შესახებ ვადეფულმა Die Zeit-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ერთი რამ ცხადია: უკრაინას უფლება აქვს დაიცვას თავი თავდასხმებისგან. ამისთვის უკრაინას ასევე ექნება რუსეთის ტერიტორიაზე გავლენის მოხდენის საშუალებები, თუმცა, ჩვენ პუტინს არ გავუმხელთ, თუ რომელ იარაღის სისტემებს მივაწვდით უკრაინას”. – თქვა ვადეფულმა.

ამასთან, ვადეფულის თქმით, უკრაინის ახალი შეიარაღების სისტემებით აღჭურვა დღეს არა ფინანსური პრობლემის, არამედ უკრაინული და ევროპული საწარმოების ხელმისაწვდომობისა და წარმოების შესაძლებლობების საკითხია.

ასევე დაგაინტერესებთ

“რუსი არ არის ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ტუ­რის­ტი და ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ. იქ, სა­დაც მა­სობ­რი­ვად ჩა­დის რუსი ტუ­რის­ტი, და­სავ­ლეთ ევ­რო­პელ და ზო­გა­დად, ცი­ვი­ლი­ზე­ბულ ტუ­რის­ტებს აღარ აქვთ სურ­ვი­ლი, მათ გვერ­დით და­ის­ვე­ნონ“