ინდოელი მილიარდერი ქალები და მათი ბრილიანტები

ინდოეთის უმდიდრესმა ადამიანმა, მილიარდერმა მუკეშ ამბანიმ რამდენიმე დღის წინ მისი შვილის წინასაქორწინო საოცარ წვეულებას უმასპინძლა, რის შემდეგაც მილიარდერების ოჯახი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.

თავად ამბანების ოჯახის უფროსი, მუკეშ ამბანი ამ დროისთვის 112 მლრდ დოლარს ფლობს. ის Reliance Industries-ის მმართველი დირექტორი და თავმჯდომარეა. კომპანია ჩართულია სხვადასხვა სექტორში, როგორიცაა ნავთობქიმია, ნავთობი და გაზი, საცალო ვაჭრობა, ტელეკომი და სხვა. ამბანის სამი შვილი, აკაში, ანანტი და იშა, აქტიურად არიან ჩართულნი კონგლომერატის სხვადასხვა განყოფილებების მართვაში.

უმდიდრესი ოჯახის ქალ წევრებს წვეულებაზე, სადაც ანანტ ამბანი საცოლე – რადიკა მერჩანტზე “დაინიშნა“, უძვირფასესი სამკაულებით გამოჩნდნენ. ნიტა, იშამ და შლოკა ამბანებს ყველაზე ძვირფასი ქსოვილისგან შეკერილი სამოსი და ათეულობით მილიონი დოლარის ღირებულების საკმაულები ამშვენებდათ.

ყველაზე განსაცვიფრებელ ნამუშევრებს შორისაა 60,4 მილიონი დოლარის ზურმუხტის ყელსაბამი და 52,58-კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი. თუმცა სამკაულებს გარდა, შთამბეჭდავია დანახარჯი- 158 მლნ დოლარზე მეტი, რომელიც ვარსკვლა რიანას მოწვევაზე და სხვა ცნობილი უმდიდრესი სტუმრის მიღებაზე დაიხარჯა- მათ შორის, ჯეფ ბეზოსსა და მარკ ცუკერბერგის.

რაც შეეხება სამოსს, ამბანის ოჯახის წევრებს იშვიათი ქსოვილისგან შეკერილი “სარი“ (ტრადიციული ინდური სამოსი) ეცვათ. საათების გარდა, დიდ ყურადღებას იპყრობდა ყელსაბამები, ბეჭდები და სხვა ძვირფასი ნივთები, რომლებსაც ქალები ატარებდნენ.

ნიტა ამბანი

60 წლის ნიტა ამბანი წვეულებაზე ნამდვილად ბრწყინავდა. ის ახალგაზრდა მასწავლებელი იყო, როდესაც ბიზნესმენ მუკეშ ამბანზე 1985 წელს, სამკვირიანი შეყვარებულობის შემდეგ დაქორწინდა.

ნიტა ქორწინების შემდეგ საბავშვო ბაღში მუშაობდა და თვეში დაახლოებით 10 დოლარს გამოიმუშავებდა.

“მაშინ ხალხი დამცინოდა, მაგრამ ეს საქმიანობა ძალიან მსიამოვნებდა“- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბანების ოჯახის მთავარმა “დიასახლისმა“.

Forbes-ის თანახმად, წყვილს ორი ვაჟი და ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც მამის კომპანიის, Reliance Industries-ის საბჭოში არიან.

ინდოელმა დიზაინერმა მანიშ მალჰოტრამ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ნიტასა და მისი სამკაულების ფოტოები გამოაქვეყნა. ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე სამკაული არის ყელსაბამი, რომელშიც ორი უზარმაზარი ზურმუხტია – გარშემორტყმული მეტი ზურმუხტითა და ბრილიანტებით.

GQ India და Harper’s Bazaar India-ის მიხედვით, სამკაულის ღირებულება 60,4 მილიონი დოლარია. ნიტას მარჯვენა ხელზე ეკეთა ბეჭედი “სამოთხის სარკე”, 52,58-კარატიანი ბრილიანტით, რომელიც 2019 წელს Christie’s-ის აუქციონზე 6,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ქვა ეკუთვნოდა “მონღოლთა იმპერიის“ კოლექციას, სახელწოდებით “მაჰარაჯები და მუღალის ბრწყინვალება”. ზეიმის მეორე ღამეს ნიტას ეკეთა მსხლის ფორმის ბრილიანტის ბეჭედი, ბრილიანტის ყელსაბამი და საყურეები.

იშა ამბანი

32 წლის იშა, ნიტასა და მუკეშის ერთადერთი ქალიშვილია. მან აიღო დიპლომები სტენდფორდში და იელში და ითვლება ფილანტროპად, ასევე ქალთა გაძლიერების აქტივისტად.

იშა დაქორწინდა 2018 წელს. გავრცელებული ინფორმაციით, ამბანის ცერემონიალზე ჩაცმა მას 100 მილიონი დოლარი დაუჯდა. მას ასევე ეცვა ოქროსა და ბრილიანტისგან მორთული ბლუზა.

იშამ კაშკაშა მწვანე ზურმუხტები შეუხამა განსაცვიფრებელ წითელ ლეჰენგას ზეიმისთვის, სახელწოდებით “Mela Rouge”. მისი სამაჯური კი ზურმუხტით იყო მორთული, თითოეული 25 კარატზე მეტი იყო.

 

ამბანების რძალი შლოკა

33 წლის შლოკა 2019 წელს დაქორწინდა აკაშ ამბანზე. ის არის ინდოელი ბრილიანტის ვაჭრის, რასელ მეჰტას ქალიშვილი და მსახურობს მამის კომპანიის საბჭოში.

ერთი შეხედვით, შლოკა წარმოდგენილი იყო „მრავალფენიანი მარგალიტის ყელსაბამით, მეორე მრავალშრიან ბრილიანტის ყელსაბამთან ერთად.

პატარძალი რადიკა მერჩანტი

რადიკა, რომელიც ანანტ ამბანიზე ოფიციალურად ივლისში დაქორწინდება, არის სხვა ინდოელი მილიარდერის, ვერან მერჩანტის, ფარმაცევტული კომპანია Encore Healthcare-ის ხელმძღვანელის ქალიშვილი.

ის არის ინდოელი კლასიკური მოცეკვავე და ასევე მსახურობს მამის კომპანიის საბჭოში.

უზადო ბრილიანტები იყო მომავალი პატარძლის არჩევანი ნიშნობის სამივე ღამეს. მას ეკეთა ოვალური ბრილიანტებით გაწყობილი მასიური ყელსაბამი და საყურე, ასევე საფირონებით გაწყობილი სხვა სამკაულებით, რომლის ფასიც უცნობია.

წყარო

 

 

ასევე დაგაინტერესებთ