“იმ ხალხისთვის გირგვლიანის სურათით რომ დადიოდა მთელს საქართველოში” – ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, :

ამათ რუსული სიზმრები ისევ უნდა გადავაყლაპოთ. თუმცა ტრაგედია ის არის, რომ ამ სისულელეში მთელს საქართველოს უძვირფასეს დროს გვაკარგვინებენ. მაშინ როცა ყველას ენერგია ერთობლივად ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისკენ და ქვეყნის გარეთ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ უნდა მივმართოთ. და რატომ აკეთებს ამას? ვის გამო აკეთებს ამას? არ დაგავიწყდეთ, ამ სისულელის კრებსითი სახელი მოსამართლე მურუსიძეა, მის გადასარჩენად, მის შესანარჩუნებლად, მისი სიჩუმის უზრუნველსაყოფად რისკავენ ყველაზე მნიშვნელოვანით რაც ეხლა გვაქვს, შანსი რომ გავძვრეთ ამ მოჯადოებული სიღარიბის, სიბნელის რუსული წრიდან და ევროკავშირში შევიდეთ.
PS. ეს იმ ხალხისთვის არის ბევრი წელი სანდრო გირგვლიანის სურათით რომ დადიოდა მთელს საქართველოში. არ დაგავიწყდეთ ეხლა სიჩუმით და ქოცობით საკუთარ თავს და შვილების მომავლს სანდრო გირგვლიანის მკვლელების მოსამართლის ბედნიერებისთვის სწირავთ.