ილია დარჩიაშვილი – ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად შევძლოთ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა, რათა მათ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საჭიროება დავანახოთ – მოგიწოდებთ, რომ ამ პროცესში თქვენც ჩაერთოთ

ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად შევძლოთ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა, რათა მათ დავანახოთ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საჭიროება. მოგიწოდებთ, რომ ამ პროცესში თქვენც ჩაერთოთ – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ის ინტერპელაციის წესით დეპუტატების დასმულ კითხვებს პასუხობს.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, მას მერე, მოქალაქეების აღრიცხვა დასრულდება, შემდგომი ნაბიჯებისთვის საქართველოს ხელისუფლება მზადაა.
„ჩვენი ნომერი პირველი ამოცანა უნდა იყოს, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც დროებით საზღვარგარეთ იმყოფება, დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე და ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც დღესდღეობით ცხოვრობენ საზღვარგარეთ. გარდა იმ ჰიპოთეტური მოწოდებისა თქვენი მხრიდან, რომ რაღაც პროცესი უნდა დაიწყოს, რომელიც დღეში სამ ახალ საკონსულოს გახსნის სხვადასხვა ქვეყნებში, მოგიწოდებდით, რომ ასევე თქვენც ჩვენთან ერთად მოუწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს, რათა შევძლოთ ამ მოქალაქეების რეგისტრაცია. სახელმწიფო თუ ექცევა ჩვენს მოქალაქეებს ღირსეულად, ექცევა ჩვენი ხელისუფლების პირობებში. თქვენ რომ იყავით ხელისუფლებაში, ხომ არ გახსენდებათ ის ხელოვნური ბარიერები, რომელიც მოქალაქეებს შეუქმენით საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის. შემიძლია გაგახსენოთ. თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილებები მაშინ და მოქალაქეებს აიძულეთ, რომ მათ მოეტანათ ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან, იმ შემთხვევაში თუ მათ სურვილი ჰქონდათ დამდგარიყვნენ საკონსულო აღრიცხვაზე. მას მერე, რაც ჩვენ შევძლებთ აღვრიცხოთ მოქალაქეები, ვიცოდეთ მათი ადგილსამყოფელი და მოვახდინოთ მათი საკონსულო აღრიცხვაზე აყვანა, ეს მოგვცემს შემდგომი გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას, რომლისთვისაც საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის მზად იყო. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმალურად შევძლოთ მოქალაქეებამდე ინფორმაციის მიტანა, რათა მათ დავანახოთ საკონსულო აღრიცხვაზე დაყენების საჭიროება. მოგიწოდებთ, რომ ამ პროცესში თქვენც ჩაერთოთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს