ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი: 36 წლის ლუკა ნახუცრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს:
36 წლის ლუკა ნახუცრიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
ლუკა ნახუცრიშვილი პირველი თაობის ილიაუნელია. მან 2008 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, შემდეგ სწავლობდა პრაღის, ტულუზის, ვუპერტალის, პერპინიანისა და ტიუბინგენის უნივერსიტეტებში და 2013 წლიდან ილიაუნის ასოცირებული პროფესორია.
დღეს ილიაუნი ლუკას დასახმარებლად ერთიანდება. რამდენიმე თვის წინ მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და თვეზე მეტია, ქიმიოთერაპიის მკურნალობის კურსს გადის ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში. ლუკას ქიმიოთერაპიის 12 კურსი ესაჭიროება. ამ ეტაპზე კურსისა და კლინიკის მომსახურების ხარჯების დასაფარად 45 000 ევროა საჭირო.
ლუკას დასახმარებლად ერთიანდებიან ხელოვანები, მხატვრები, მისი მეგობრები, კოლეგები, სტუდენტები, ფართო საზოგადოება და ილიას უნივერსიტეტში გამართავენ უნიმარკეტს. საკუთარი ნამუშევრები უკვე გადმოსცეს უნიმარკეტს მხატვრებმა, მედეა იმერლიშვილმა და დავით ხიდაშელმა.
Medea Imerlishvili David Khidasheli
მოგმართავთ თხოვნით ლუკას მეგობრებს, ხელოვანებს, სტარტაპერებს, მეწარმეებს, თქვენი პროდუქცია, ნაკეთობა თუ ხელოვნების ნიმუში გამოიტანოთ უნიმარკეტზე ლუკას სიცოცხლის გადასარჩენად.
უნიმარკეტზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა:
• საქველმოქმედო ყუთში განათავსოს ნებისმიერი მოცულობის შემოწირულება;
• შეიძინოს საინტერესო ნივთები, გამოცემები, რომელთაც კომპანიები, ხელოვანები, სტარტაპერები, ჩვენი სტუდენტები და ლექტორები გასაყიდად გამოიტანენ;
• დარეგისტრირდეს უნიმარკეტის მონაწილედ და გაყიდოს ნივთები, შემოსული თანხა კი საქველმოქმედო ყუთში განათავსოს.
„უნიმარკეტი ლუკასთვის“ გაიმართება 1 მარტს, 12:00 – 15:00
უნიმარკეტზე საქველმოქმედო პროდუქციის გაყიდვის მსურველებს, გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია — https://rb.gy/67bfl1
ადგილმდებარეობა: ილიაუნის A კორპუსის მიმდებარე ტერიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზ. N32)
დამატებითი კითხვებისთვის მოგვმართეთ:
student.affairs@iliauni.edu.ge
577-755-986

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!