არქივი25 ოქტომბერი, 2024, 21:19
ივა ფეზუაშვილი: ოცნების ბოლო ვიდეო რგოლი, სამომავლოდ უნდა იყოს კასტინგ მენეჯერებისთვის სახელმძღვანელო თუ ვინ და რატომ არღარ დააკავონ არც ერთ როლში

"ქართული ოცნების ბოლო ვიდეო რგოლში მონაწილე "კულტურის" სფეროს ხალხს, უკვე რამდენიმე დეკადაა კულტურის სფეროსთან არანაირი კავშირი აღარ აქვს.
ესენი არიან, ჩვეულებრივი "წითელი ინტელიგენცია"
ამ ხალხის უმრავლესობას არაფერი შეუქმნია, უმცირესობა კი უკვე დიდი ხანია, საინტერესოს ვეღარაფერს ქმნის.
ესენი არიან წარსულის ხალხი და მათი წარსული ფრიად საეჭვოა.
პ.ს ოცნების ბოლო ვიდეო რგოლი, სამომავლოდ უნდა იყოს კასტინგ მენეჯერებისთვის სახელმძღვანელო თუ ვინ და რატომ არღარ დააკავონ არც ერთ როლში.
უნიჭობის ცირკი!" - წერს სოციალურ ქსელში მწერალი ივა ფეზუაშვილი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.