ივანკა ტრამპი: მადლიერი ვარ სპეციალური საიდუმლო სამსახურისა და ყველა სხვა სამართალდამცავისს სწრაფი მოქმედების გამო
დონალდ ტრამპის ქალიშვილი ივანკა ტრამპი მამაზე ანხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და სოციალურ ქსელ X-ზე განცხადებას აქვეყნებს.
"მადლიერი ვარ სპეციალური საიდუმლო სამსახურისა და ყველა სხვა სამართალდამცავისს სწრაფი მოქმედების გამო, რომელიც გადამწყვეტი იყო. ვლოცულობ ჩვენი ქვეყნისთვის, მიყვარხარ მამა დღეს და ყოველთვის“, - წერს ივანკა ტრამპი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი - მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა გაანეიტრალეს. აშშ-ის ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI-მ) ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში მონაწილე პირის იდენტიფიცირება მოახდინა და განაცხადა, რომ ის 20 წლის თომას მეთიუ კრუკსია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.