“ივანიშვილი ქართული პოლიციის ძალით აპირებს საქართველო რუსეთისთვის გადაცემას” – თავდგირიძე

საქართველოს თავდაცვის ძალების პოლკოვნიკი, სამხედრო ექაპერტი, გიორგი თავდგირიძე:

ქართული ოცნება დასრულებულია, აღარც საზოგადოებრივი მხარდაჭერა აქვს, არც ხალხისგან დელეგირებული ძალაუფლება და არც ცივილიზებული სამყაროს საგარეო ლეგიტიმაცია. ფაქტის იურიდიული გაფორმება დარჩა მცირე ფორმალობებით. რუსეთს არ ყავს მე-11 არმია, მაგრამ ჭირდება საქართველო. ქართული პოლიციის ძალით აპირებს საქართველო სთვის გადაცემას. დაფიქრდით, რა როლს გიმზადებთ მოღალატეები. პ.ს. 1989 წლის აპრილში ქართველი საბჭოთა მილიციელები ხალხის დასაცავად იდგნენ, 2024 წლის აპრილში ქართული პოლიცია არ შეიძლება სხვა როლს თამაშობდეს. როდიონოვები, ორჯონიკიძეები და მდინარაძეები ისედაც არ გვაკლია.

ასევე დაგაინტერესებთ