იენს სტოლტენბერგი – მივესალმები წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას – მოვუწოდებ სენატს გაუგზავნოს ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ბაიდენს

მივესალმები წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„მივესალმები ამ კანონპროექტის წარმომადგენელთა პალატაში მიღებას. ეს აჩვენებს უკრაინის ორპარტიულ მხარდაჭერას, რომელიც გრძელდება. დახმარების ეს მნიშვნელოვანი გაზრდა დაემატება ათობით მილიარდის დახმარებას, რომელსაც ს ევროპელი მოკავშირეები აწვდიან…
მოვუწოდებ სენატს სწრაფად იმოქმედოს და გაუგზავნოს ეს კანონპროექტი [ხელმოსაწერად] პრეზიდენტ ბაიდენს,” – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ 19 აპრილს ნატო-უკრაინის საბჭოზე ნატოს თავდაცვის მინისტრები შეთანხმდებოდნენ უკრაინისთვის შემდგომ სამხედრო დახმარებაზე, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – კვლევა ჩავატარეთ, შევამოწმეთ რესპონდენტების IQ და მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში ჩვენი მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში 45,6 პროცენტი

ირაკლი კობახიძე – „ნაცი“ ყველაფერ რუსულზე თავს იღიზიანებს, ასე იღიზიანებენ თავს ნიკოლოზ ე.წ. რაჭველი, ნინო ქათამაძე და სხვა ცნობილი „ნაციონალები“, რომლებიც 2019 წლამდე რუსეთში კონცერტს კონცერტზე მართავდნენ