ია ფარულავა: მადლობა არხის ხელმძღვანელობას. წარმატებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ, არცერთი წუთით არ მწყდება გული, რადგან ასეთია ეს ბიზნესი
მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი გადაცემა "ფორმულაზე" იხურება.
"გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად“ "ფორმულაზე" იქნება თებერვლის ბოლომდე. არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ "ია ფარულავას კონვერტზე “ და შემდეგ ამ ახალ პროექტში, სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე.
დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას. წარმატებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ, არცერთი წუთით არ მწყდება გული, რადგან ასეთია ეს ბიზნესი", - წერს ფარულავა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.