ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იან კელი: თუ გააგრძელებენ ამ კურსს, ან გააყალბებენ არჩევნებს, ძლიერი სანქციები იქნება

იან კელი: თუ გააგრძელებენ ამ კურსს, ან გააყალბებენ არჩევნებს, ძლიერი სანქციები იქნება

საქართველოს მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ თუ ისინი კიდევ უფრო მძიმე ნაბიჯებს გადადგამენ, რათა მოახდინონ არჩევნების შედეგების მანიპულირება, თუ ისინი გააკეთებენ იმას, რაც დააანონსეს (რეპრესიები ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ), მაშინ აუცილებლად იქნება ძალიან მძიმე ფინანსური სანქციები დაწესებული ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ და ნებისმიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოს წაიყვანს ამ მიმართულებით და ამ საკითხზე არსებობს ერთსულოვანი შეთანხმება, ეს მხოლოდ დროის საკითხია, როდის უნდა გადავდგათ აღნიშნული ნაბიჯი. ვფიქრობ, რომ თუ არსებული მიმართულებით გაგრძელდება ეს ყველაფერი, აუცილებლად ვიხილავთ სანქციებს. მთავრობას უნდა ესმოდეს, რომ სანქციები გზაშია, თუ ისინი გააგრძელებენ არსებულ კურსით სვლას ან გააყალბებენ არჩევნებს, აუცილებლად იქნება უფრო ძლიერი სანქციები,ვიდრე ახლა,  - განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ გადაცემა მარტივ ფორმულაში.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.