იაგო ხვიჩია „ქართულ ოცნებას“ – ეს ბრძოლის კანონპროექტია და უნდა დავასახელოთ, ვის ვებრძვით – მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს

ეს ბრძოლის კანონპროექტია და ჩვენ უნდა დავასახელოთ, თუ ვის ვებრძვით – ვისაც ზოგადად, ამ კანონპროექტით ყველაზე მეტად ებრძვიან, არის -ი და მგონია, რომ ეს ქვეყანა ჩვენგან ბრძოლას არ იმსახურებს , – აღნიშნული განცხადება “გირჩის“ დეპუტატმა მ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.
“ამ კანონის ამოქმედება ყველასთან ბრძოლა გამოვა – მათ შორის ქართველებთანაც. მე არც ერთ ასეთ კანონს სამყაროში არ ვეთანხმები“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია. მასთან ერთად დაინიცირდა ორი ალტერნატიული პროექტი – ერთია, “ოკუპანტი ქვეყნის – ს ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ” პროექტი და “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, ხოლო მეორე – “გრანტების შესახებ“ კანონსა და “ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში მომზადებული ცვლილებები.
ბიუროს გადაწყვეტილებით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პროექტი, ალტერნატიულ კანონპროექტებთან ერთად, განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა. კომიტეტის სხდომა 12 აპრილს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ