არქივი7 თებერვალი, 2024, 08:08
“თუ რამე, დარეკეთო” – ხელისუფლება ხალხს, რომელიც სახლიდანაც ვერ გამოდის – ვიდეო
სტიქიის კიდევ ერთი დაზარალებული – მეგი გიორგაძე, რომელიც სურამში ისვენებს, სახლიდან ვერ გამოდის. როგორც გიორგაძემ “თაიმერს” განუცხადა, ქუჩები დატბორილია.
“ხალხი დახმარებას ითხოვს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევის ადგილას ჯერ არ გამოჩენილა. “ვიღაც მოვიდა, ტელეფონი დატოვა და გვითხრა, თუ რამე დარეკეთო”, – ამბობს იგი გამოცემასთან.
ვიდეომასალა, რომელიც მეგი გიორგაძემ მიაწოდა გამოცემას, გადაღებულია ხარშურში ლომოურის ქუჩაზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.