“თუ დაგვჭირდება, ამასაც გავაკეთებთ” – რა არ სჭირდება საარჩევნოდ “ოცნებას”?

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე:
“2018 წელს რაც შეეხება, ეს [“სისხლიანი ბანერები”] არ იყო კონკრეტულად მოშე კლუგჰაფტის იდეა და შესაბამისად ჩვენი არ იყო ეს ბანერები, იყო სხვა პიარ კონსულტანტების, რომლებმაც შესაბამის ადამიანებს ურჩიეს ასეთი ბილბორდების გაკვრა. ანუ ეს არ იყო მოშე კლუგჰაფტი და არ იყო შესაბამისად ჩვენი კამპანია. ჩვენი პიარული გუნდის გაძლიერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენთვის საკმარისი არ არის თუნდაც 55%-ის მიღება შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, ჩვენი პრინციპული ამოცანაა რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ჩვენი შედეგი და საბოლოოდ დავასრულოთ კოლექტიური ნაცმოძრაობა. ჩვენი კამპანია იქნება რა თქმა უნდა, თვისებრივად პოზიტიური, არსებითად ავაგებთ ამ კამპანიას იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, თუ დაგვჭირდება საზოგადოებისთვის იმის შეხსენება თუ ვინ არიან ამ კოლექტიური ნაცმოძრაობის წევრები, რა თქმა უნდა, ამასაც გავაკეთებთ, შევხედოთ”.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ