თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ

თურქეთისა და ს პრეზიდენტები, და თურქეთში მოსალოდნელი შეხვედრის დროს უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.
„არის მცდელობები, რომ მოიძებნოს ახალი მეთოდები უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის. მარცვლეულის შესახებ წინა გარიგება მუშაობდა გარკვეული მექანიზმის ფარგლებში, ახლა დაფიქსირდა, რომ არსებობს სხვა მექანიზმით წასვლის შესაძლებლობა და არსებობს მცდელობები ამ შესაძლებლობის დაკონკრეტებისთვის“, – აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, ზოგიერთმა გემმა მოახერხა უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვიდან გადატანა, თუნდაც შეთანხმების გარეშე.
„ჩვენ გვინდა, რომ ეს დე-ფაქტო სიტუაცია ახალი მექანიზმით გავარკვიოთ“, – განაცხადა ჰაკან ფიდანმა.
შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი თურქეთს, სავარაუდოდ, 12 თებერვალს ეწვევა.

ასევე დაგაინტერესებთ