თვითმხილველები ქუთაისში მომხდარ ავარიაზე: ჯოჯოხეთი ვნახე! ასეთი სურათი ფილმებში მაქვს ნანახი

გუშინ, ღამის საათებში, ქუთაისში, პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავარია მოხდა.

როგორც თვითმხილველები წერენ, საჭესთან ახალგაზრდა ქალები ისხდნენ, რომლებიც ერთმანეთს სისწრაფეში ეჯიბრებოდნენ. შედეგად, ერთ-ერთი მძღოლი ქვეითებს დაეჯახა, მეორე მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ისიც ნაავარიებ ადგილს დაეჯახა.

ადგილობრივები და თვითმხილველები მომხდარის შესახებ წერენ:

ვაიმე, საცობში მოვხვდი მაგ დროს. გული ამეწვა, საცოდავად ეყარა აქა-იქ ნაწილები. პოლიცია ცელოფნებს აფარებდა. ღმერთო, ყველა დაიფარე განსაცდელისგან…საშინელი ავარია მოხდა პარლამენტთან. ორი მანქანა ერთმანეთს “ეგონკავებოდა“, ზებრაზე გადამსვლელებია გატანილი ისე, რომ დაანაწევრეს ხალხი!2 ქალია გარდაცვლილი. ჩემ გვერდით ბინელები ყოფილან. ერთი ახალგაზრდაა და მეორე საშუალო ასაკის…გადაკეტილი იყო პარლამენტთან გზა. მტერს არ ვუსურვებ, იქ ისეთი ამბავი იყო.ზუსტად იცით, რომ ეგონკავებოდნენ? მე რომ გავიარე, 1 მანქანას ბოლი ასდიოდა. ეს რა ვნახე, ახლაც შოკში ვარ, ხალხნო. ვიაროთ ნელა და ყურადღებით. გეფიცებით, ვერ გამოვედი მდგომარეობიდან. 2 სახანძრო იდგა, ეს მანქანის ნაწილები. ვაიმე, ჯოჯოხეთი ვნახე!ეგეთს არასდროს შევსწრებივარ… ახლაც ვერ მოვდივარ გონს. მარჯვენა დასახლებიდან რომ გადმოვუხვიე, უკვე მომხდარი იყო. ისეთი სურათი იყო, მართლა ფილმებში მაქვს ნანახი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – მთელმა ქვეყანამ იცის, რომ “ქართულ ოცნებას” 29 აპრილს ძალით მოჰყავს ხალხი, აშანტაჟებენ, რომ სამსახურიდან გაუშვებენ და ათას უბედურებას კადრულობენ – სიმართლე ეს არის, მარტო არიან დარჩენილი