თვითგამოცხადებულ აფხაზეთში ამომრჩეველთა აქტივობამ 18 საათისთვის 63%-ი შეადგინა

თვითგამოცხადებულ აფხაზეთში, სადაც შაბათს ე.წ. პრეზიდენტის ტარდება, 18 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 63%-ი შეადგინა. “ეხო კავკაზას” ცნობით, ხმა 90 ათასმა ადამიანმა მისცა. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები აფხაზეთში შედგა, რადგან საჭიროა, რომ მასში არა უმეტეს ამომრჩეველთა 25%-მა მიიღოს. ამომრჩეველთა ძირითად სიაში 134 ათასი ადამიანის მონაცემებია შეტანილი.
1 მარტს აფხაზეთში საპრეზიდენტო არჩევნების განმეორებითი ტური იმართება. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურის პოსტზე ორი კანდიდატია-ადგურ არძინბა და ბადრა გუნბა. 15 თებერვალს გამართულ პირველ ტურში გუნბამ ხმების 46.38% მიიღო, არძინბამ – 36.92%.
· ს დე ფაქტო რესპუბლიკის „კონსტიტუციის“ თანახმად, ე.წ. პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს მხოლოდ აფხაზი ეროვნების 35-დან 65 წლამდე ასაკის მოქალაქე.
· 2025 წლის 15 თებერვლისთვის რეგისტრირებულ „ამომრჩეველთა“ რაოდენობამ 135 ათასი შეადგინა. ე.წ. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 99 ათასმა ადამიანმა.