“თვალს ვერ მოაშორებ – დაუჯერებელი სილამაზე” – თაკო ნაცვლიშვილის ახალი ფოტოები – Marao

25 წლის მოდელი თაკო ნაცვლიშვილი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ფიგურაა. მან სამოდელო კარიერა ადრეულ ასაკში დაიწყო, რაც გასაკვირი არავისთვის ყოფილა, რადგან მისი დედა, უმშვენიერესი ნინა ცქიტიშვილი, ასევე მოდელი და სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელია. ნინა “მის საქართველო 1997”-ის ტიტულის მფლობელია. მას და მის მეუღლეს, ყოფილ კალათბურთელ ვატო ნაცვლიშვილს, ოთხი შვილი ჰყავთ. ანა, რომელიც ასევე სამოდელო სფეროში საქმიანობს, გუგა, რომელიც მამის გზას აგრძელებს და ყველაზე უმცროსი ანდრია, რომელიც ჯერ სკოლის მოსწავლეა.
ამჯერად თაკოს ახალ ფოტოებს სწორედ ნინა ცქიტიშვილი გვიზიარებს.
თაკო ნაცვლიშვილი ერთ-ერთი პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან ითანამშრომლა. მოდელობა 14 წლის ასაკში დაიწყო ქართულ სამოდელო სააგენტო „ლუქმოდელს მენეჯმენტში“. მისი ბრწყინვალე სამოდელო კარიერა ბევრი გოგონასთვის საოცნებო და იმედისმომცემია. როგორც თავად ამბობს, არასდროს არავის აზრს ყურადღება არ უნდა მიაქციო, რადგან თუ რამე გულით გინდა, აუცილებლად გამოგივა. თაკო პირველი ქართველი მოდელია, რომელმაც მაღალი მოდის პოდიუმზე გზა გაიკვალა და ითანამშრომლა ყველა იმ პრემიუმმარკის ბრენდთან, რომლებიც მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში ერთგვარ „ამინდს ქმნიან“.
· კარიერის დასაწყისში მისით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო სამოდელო სააგენტო Next Models-ი დაინტერესდა, რომელთანაც მალევე გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კონტრაქტის გაფორმებას მოჰყვა მისი თანამშრომლობა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა: “ვერსაჩე”, “არმანი”, “ელი სააბი”, “რალფ & რუსო”, “ზუჰაირ მურადი”, “დიორი”, “ჩალაიანი”, “იამამოტო” და სხვ.
მიუხედავად მსოფლიო ბრენდებთან თანამშრომლობისა და არაერთი წარმატებისა, სირთულეებიც მისი პროფესიის ნაწილია. „მოდა რთული სფეროა, წინააღმდეგობებით სავსე. თუ ყველგან ჩანხარ, აქტუალურობას არ კარგავ, ყველას ახსოვხარ. საკმარისია, წარმატებამ მოგადუნოს, რომ მეორე დღეს აღარავის ემახსოვრები. პოდიუმზე ტრიუმფი და ფიასკო ერთნაირი დოზითაა მოსალოდნელი. ამიტომ მოდა დაუნდობელი ინდუსტრიაა. ბევრი მოდელი ვიცი, ვინც “ჩაქრა”. საკმაოდ დიდი სტრესია მოდელისთვის, რომელიც მაღალი მოდის კვირეულებზე გამოდიოდა, მასზე მოთხოვნა იყო და უცებ მისით არავინ ინტერესდება. ამ ფაქტორს ყოველთვის ვითვალისწინებ“ – ამბობს მოდელი ერთ-ერთ ინტერვიუში.
არაერთი წარმატებული ჩვენებიდან თუ კამპანიიდან განსაკუთრებით “არმანის” 40 წლისადმი მიძღვნის ჩვენებას გამოარჩევს. “არმანთან” პირველად 2015 წლის ოტ კუტიურზე ითანამშრომლა. იტალიური მოდის ლეგენდამ თავისი ბრენდის 40 წლის იუბილეს აღსანიშნავად შოუ გამართა, სადაც წლების განმავლობაში შექმნილი საუკეთესო ლუქები გააერთიანა. ერთ-ერთი ლუქი კი სწორედ თაკომ მოირგო.
ცოტა ხნის წინ თაკო ნაცვლიშვილმა ქალის თეთრეულის ბრენდი SHEIDISH შექმნა. გარდა ხარისხისა და სტილისა, ბრენდს ისიც გამოარჩევს, რომ მისი კონცეფცია მთლიანად ეკომეგობრულობაზეა დაფუძნებული. ამის შესახებ თაკომ მარიამ კვაშილავას რუბრიკაში ისაუბრა:
“9 წლის წინ, როცა ვიყავი 15 წლის, ამერიკიდან სკაუტები იყვნენ ჩამოსულები, მეც სააგენტოში ვიყავი, მაგრამ იმ კასტინგში მონაწილეობას არ ვიღებდი. როცა ყველა გოგო ნახეს, მეც დამინახეს დერეფანში, დაინტერესდნენ ჩემით, გადამიღეს ფოტოები და აქედან დაიწყო ჩემი კარიერა. სხვა ადამიანების ინტერესი რომ დავინახე, მეც გამიჩნდა მოტივაცია. ქალის თეთრეულით სულ გატაცებული ვიყავი. უცხოეთში სულ დავდიოდი მაღაზიებში და ვათვალიერებდი. ბოლო დროს, გადაღებებშიც სწორედ ამ მიმართულებით ვმონაწილეობდი. ბევრ ბრენდთან მომიწია თანამშრომლობა და ბევრი რამ ვისწავლე. საქართველოში ქალის თეთრეულის დიდი არჩევანი არ გვაქვს და რადგან ამხელა გატაცება მქონდა, გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩემი. წარმოება, როგორც პროდუქტები, ისე შეფუთვა, სრულად ეკომეგობრულია, რაც გულისხმობს, რომ გამოყენებული ქსოვილები არის ან გადამუშავებული, ან სხვა მოდის სახლებიდან დარჩენილი ნაჭრები” – ამბობდა თაკო.
· “ჩემს სტილს ერთი სიტყვით ვერ დავახასიათებ, რადგან მუდმივად იცვლება ტრენდებისა და უფრო ჩემი ხასიათის მიხედვით. უფრო კლასიკურ სტილს ვანიჭებ უპირატესობას. ძალიან მომწონს ვინტაჟური სტილი. მიყვარს კლასიკური და სპორტული სტილის შერევაც. მირჩევნია, ძვირი გადავიხადო და იყოს ხარისხიანი, დიდხანს მქონდეს.

ასევე დაგაინტერესებთ