თამო კეშელავა: სამაგიეროდ, ციხეში გაუშვეს შარშან 22 წლის ბიჭი 80 ლარად შეფასებული ჯართის მოპარვის მცდელობისთვის. მცდელობისთვის, ხალხო… არც მოუპარავს…

“ძალადობა, ფიზიკური ანგარიშსწორება, იარაღით მუქარა, იარაღი – დანა ამ შემთხვევაში, და ნარკოტიკი – როგორი თაიგულია?
და სასამართლომ გამოუშვა 10 000 ლარად.
სამაგიეროდ, ციხეში გაუშვეს შარშან 22 წლის ბიჭი 80 ლარად შეფასებული ჯართის მოპარვის მცდელობისთვის.
მცდელობისთვის, ხალხო… არც მოუპარავს…
ნასამართლევი იყოო და დაუმძიმეს თან და 7 წელი მიუსაჯეს.
ესაა თქვენი “მილიონიანი ტოლერანტობა”.
სადაც ჩემი არ მოგეწონოთ, იქ კაბუს დაკვეხნა არ დაგავიწყდეთ!” – წერს სოციალურ ქსელში თამო კეშელავა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ მსახიობ კახა აბუაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარუდგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ტიპი გამოვიდა, დეპუტატს უწოდებს თავის თავს, და თქვა, დაგეგმილი იყო დენის გათიშვა და განზრახ არ შეგატყობინეთო. ანუ იცოდნენ და გაწირეს ადამიანები. აქ არ გაჩერდა, მე თვითონ ლიფტში გავიჭედე და მიხარიაო

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ