არქივი1 თებერვალი, 2024, 14:11
თამო კეშელავა: ნახევრადრეაბილიტაცია თუ რეაბილიტაციაა, ნახევრადგადახდილი ჯარიმა, რატომ არ ითვლება გადახდილად სრულად?
"ახლა გვიწევს იმის მტკიცება, რომ რეაბილიტაცია, სრულ რეაბილიტაციას ნიშნავს:)
ნახევრადორსულობასაც დააწესებენ, მალე, გამიფრთხილებიხართ.
გამოგაცხადებენ ნახევრადორსულად და მოგცემენ 4–წლიან ვადას გასაჩენად და იქნები 4 წელი დეკრეტში, შეიძლება, წოლითი რეჟიმიც დაგინიშნონ.
ჯარიმა თუ მაქვს 50 ლარი და გადავიხდი 20 ლარს, ჯარიმა გადახდილია?
ნახევრადრეაბილიტაცია თუ რეაბილიტაციაა, ნახევრადგადახდილი ჯარიმა, რატომ არ ითვლება გადახდილად სრულად?" - წერს ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.