თამარ ჩხეიძე: რუსეთს სურს ქართული ეკლესიის იზოლაცია დანარჩენი ქრისტიანული ეკლესიებისგან, საერთოდ საქრისტიანოსგან

“მინდა დროზე დადგეს ის დღე, როცა საქართველო შეუერთდება მთელ, მათ შორის მართლმადიდებლურ ( რუსეთის და სერბეთის გარდა) საქრისტიანოს, და შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. არავითარი არც რელიგიური, არც მეცნიერული გამართლება ძველი სტილით შობის აღნიშვნას არ აქვს. ერთადერთი რეალური მიზეზი პოლიტიკურია_ ქართული ეკლესიის სრულიად უკანონო და არაფორმალური მიბმა რუსულ ეკლესიაზე.

რუსეთს სურს ქართული ეკლესიის იზოლაცია დანარჩენი ქრისტიანული ეკლესიებისგან, საერთოდ საქრისტიანოსგან. საქართველოს ეკლესია ჯერ კიდევ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის წამებულ და შეწირულ პატრიარქ ამბროსის დროს გადავიდა ახალ სტილზე, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ორგანიზებულმა ბნელებმა ვითომდაც მართლმადიდებლობის დაცვის სახელით არ დაუშვეს ამ გადაწყვეტილების განხორციელება და დღემდე ქართული ეკლესია ვერ ბედავს ახალ სტილზე გადასვლას. ეს კი სინამდვილეში სარწმუნოებას კი არ ამტკიცებს, არამედ აშორებს მას ცხოვრებისგან და ქართველებს დანარჩენი საქრისტიანოსგან, აუფერულებს და მერყეობა შეაქვს ერთ_ერთი უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულისაღნიშვნაში, ფაქტიურად არღვევს შობა ახალი წლის ბუნებრივ თანმიმდევრობას,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ