არქივი7 აგვისტო, 2025, 10:53
თამარ ჩხეიძე: გამაკვირვა და აღმაშფოთა, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამ შემზარავ დანაშაულს უარყოფენ

პოლიტიკოსი თამარ ჩხეიძე:
გიორგი ახობაძის განთავისუფლება ძალიან სასიხარულო მიღწევა და ამავე დროს სავარაუდოდ სიმპტომატური მოვლენაა. პუტინზე მიმაგრებელი ქოცები პანიკით ადევნებენ თვალს მისი პოზიციის გამოკვეთილ შესუსტებას.
რაღაც სახით, თუმც სრულიად არასაკმარისად, ეს მზია ამაღლობელის საქმმეზეც აისახა. აქ აღსანიშნავია, რომ ამაღლობელის მიმართ უაღრესად მყვირალა უსამართლობა და სრულიად არაადეკვატური სისასტიკე თვით მათ ამომრჩევლებშიც მაინც და მაინც პოპულარული არ არის.
ნინო დათაშვილის მიმართ ფსიქიატრიის გამოყენება პირდაპირ საბჭოთა სადამსჯელო ფსიქიატრიის წიაღიდანაა და ცხადია, წინა საუკუნეში ნაზი შამანაურის მიმართ გამოყენებული პრაქტიკის ასოციაციას იწვევს. გამაკვირვა და აღმაშფოთა, რომ გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც კომუნისტური ხელისუფლების მიერ ჩადენილი ამ შემზარავ დანაშაულს უარყოფენ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.